|
2018-04-20 21:24:58, 1587 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ლექვინაძე: თუ დასმული საკითხების შეჯერება და გაზიარება მოხდა, 2 თვეში აგარის საწარმო ამუშავდება
დღეს შეხვედრა შედგა აგარის ქარხნის ხელმძღვანელობასთან, რომელზეც, ამ ეტაპზე, კომპანიის მხრიდანაც დაისვა რამდენიმე საკითხი, თუ რა სჭირდება მუშაობის გასაგრძელებლად და გარკვეული საკითხები სამინისტრომ გაიზიარა, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აგარის ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხები ამჟამად შეჯერების ეტაპზეა, თუმცა მზაობა და სურვილი იმისა, რომ აგარის ქარხანამ მუშაობა განაგრძოს, არსებობს. „ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საკითხს და ვსაუბრობთ სხვადასხვა მხარესთან, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ - საწარმოს მუშაობის განახლება, მოგვარდეს. ჩემი მოადგილე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები 18 აპრილსაც იყვნენ ჩამოსულნი თქვენთან, სადაც გითხრეს, რომ დღეს გაიმართებოდა შეხვედრა ქარხნის მფლობელთან, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და დაიწყებოდა განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს. დღეს ეს შეხვედრა შედგა და დაისვა საკითხები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. დღეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა. მომავალი კვირის დასაწყისამდე გარკვეული საკითხები დაზუსტდება, მათ შორის რა პერიოდით შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით, თუ ამ საკითხების შეჯერება და გაზიარება მოხდა, სადღაც 2-თვიანი ჩარჩოა იმისთვის, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს. ეს სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩვენი სამსახური ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული, როგორც კომპანიასთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის კუთხით, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ საკითხების გაზიარება, რაც კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. ბიზნესომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკების ასოციაციასთან მოლაპარაკებების შედეგად, შედგა შეთანხმება იმ ადამიანებისთვის სესხების მომსახურების 6 თვით გადავადების შესახებ, რომლებსაც ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული. „კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ 80-კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ბანკებში გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ. ბანკების ასოციაციასთან გვქონდა კომუნიკაცია და არსებობს ყველანაირი მზაობა, რომ ამ ადამიანებს სესხის მომსახურება 6 თვით გადაუვადდეთ. ამ თემაზე ბანკები თოთოეულ ადამიანს ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან", - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აგარის ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შაქრის ქარხნის გარეშე ოჯახებს ვერ არჩენენ, რადგან სამსახურის სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ცნობისთვის, მეშაქრეებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, დაიწყეს. კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები 6-თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24-საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)