|
2018-04-20 21:19:01, 737 ნახვა
რეგიონი
არხილოსკალოში საპილოტო არეალის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. ღონისძიებაზე საპილოტო პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ მიმოიხილა ჩატარებული სამუშაოები და სტატისტიკური მონაცემები. მან ადგილობრივ მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ხაზი გაუსვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მნიშვნელობას რეგიონში მიწის ბაზრის განვითარება და ეკონომიკისთვის. შეხვედრაში ადგილობრივები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. არხილოსკალო მესამე არეალია, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი წარმატებით დასრულდა. ბოლო მონაცემებით, მოცემულ არეალზე გამოვლენილია 2330 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1323 მიწის ნაკვეთი. სარეგისტრაციო პროცედურები ივნისში დასრულდება. ამჟამად, ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია იმავე მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში და მიმდინარეობს საჯარო გაცნობის პროცესი, ხოლო საგურამოსა და სალხინოში - მიწის აზომვითი სამუშაოები გრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)