|
2018-04-19 11:22:03, 688 ნახვა
რეგიონი
რამაზ ბოლქვაძე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოების 65% შესრულებულია. შუახევის დასრულების შემდეგ, უკვე სრულდება ქედის გაზიფიცირებაც. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე დასრულებულია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი ხიჭაურიდან ქედამდე და დაბა ქედიდან სოფელ პირველ მაისამდე. ამ ეტაპზე სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს: ახალშენში, პირველ მაისში. გაზის მილები უკვე ჩადებულია 39 კილომეტრზე. სამუშაოებში ჯამში 80 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 65 კმ მანძილზე სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)