|
2018-04-19 11:08:42, 651 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა-უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. უშუალოდ ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა. 2. ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მინისტრს პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ გაბადაძემ, არქიტექტორებთან ერთად გააცნო. ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება. პარალელურად, პროექტის მიხედვით, დასკვნით ეტაზეა ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა, ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მაისში დასრულდება. ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს. • ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი - 15 297 410 ლარია • ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი • ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი • პროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს: • ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას • ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას • დაახლოებით 100 ახალ სამუშაო ადგილის შექმნას
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)