18:02 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:45:29, 1090 ნახვა

რეგიონი
ბათუმში „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ,,სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის’’ პრეზენტაცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა.

დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, დასაქმების სააგენტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს საპილოტე პროგრამას - “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას“ სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლებიან.

პროგრამა ხორციელდება სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სამუშაო გამოცდილების მიღებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს.

პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება .

„სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამით 50 სტუდენტი ისარგებლებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics