09:10 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 11:12:18, 1299 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ და მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა დანაშაულის გამოძიების კუთხით გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახორციელებენ.

„ჩვენ როდესაც დავიწყეთ და გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით, ვთქვით რომ მონიტორინგის მექანიზმები, ისევე როგორც რისკის შეფასების მექანიზმების მხრივ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს არ არის ახლად წამოჭრილი პრობლემა, წლების განმავლობაში ეს მექანიზმი ეფექტიანად არ მუშაობდა. ფაქტობრივად, რისკის შეფასების  და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ. უკვე მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება და გამომძიებლები დაიწყებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისიდან გამომძიებლებს, პოლიციელებს  რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ექნებათ იმისი შესაძლებლობა, რომ რისკები გაცილებით ეფექტიანად შეაფასონ, გაცილებით უფრო მეტად განჭვრიტონ მოსალოდნელი ძალადობა, ძალადობის განმეორების შესაძლო შემთხვევები და გაცილებით უფრო ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, ეს მექანიზმი, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელებს მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ის ადამიანები რომელთა მიმართაც შემაკავებელი ორდერებია გამოცემული, მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი მსხვერპლებთან და იქ სადაც იარსებებს ძალადობის გამეორების რისკები დაუყოვნებლივ ჩაერიოს პოლიცია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics