|
2018-04-15 11:08:30, 901 ნახვა
რეგიონი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სანახშირე ორმოების დემონტაჟი განახორციელეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არ ქონის გამო - სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის - ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)