|
2018-04-14 12:13:09, 2120 ნახვა
მსოფლიო
პუტინი სირიაზე ავიაიერიშის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა "აგრესიად" შეაფასა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მომხდართან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. მისივე თქმით, სხდომაზე "ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების აგრესიული ქმედებები უნდა განიხილონ". პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. ამასთან, კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ "სირიის ტერიტორიაზე რუსეთი ლეგიტიმურ მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარება". ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)