09:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 12:07:10, 1609 ნახვა

საზოგადოება
რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება. 

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია "ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებენ. 

ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics