|
2018-04-13 17:03:00, 2123 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო: საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა ქვეყანა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის საგარეო უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება, "საქართველოს უსაფუძვლო ქმედებების გამო მიიღო". ამასთან განცხადების მიხედვით, "დიდი ბრიტანეთის ბრალდებები სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია". "საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა რუსეთი 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა საქართველო უკვე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)