09:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 15:00:21, 1433 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთისა და საქართველოს კარიტასის ფონდის წარმომადგენლები N192-ე ბაღში ინკლუზიური განათლების პროექტს გაეცნენ

თბილისის N192 ბაგა-ბაღს ჩეხეთისა და საქართველოს კარიტასის ფონდების წარმომადგენლები, ტომას დურანა და რუსუდან ჩხუბიანიშვილი ეწვივნენ. სტუმრები ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტის - „გარდამავალი ჯგუფის“ მუშაობას გაეცნენ, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სწორედ აღნიშნულ საბავშვო ბაღში ხორციელდება.

მათ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ უმასპინძლა და პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა.  

„ამ მასშტაბის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების აღსაზრდელებისათვის, არამედ იმ სპეციალური მიმართულების პედაგოგებისთვისაც, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ბავშვების სოციალურ ინტეგრაციაზე,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

„გარდამავალი ჯგუფი“ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის 2016 წელს, N192-ე ბაგა-ბაღის ბაზაზე გაიხსნა. ჩეხეთის კარიტასის ფონდის დაფინანსებითა და ორგანიზებით, თბილისის გარდა, ასეთი ჯგუფები ფუნქციონირებს ზუგდიდსა და თელავში. პროექტის მიზანია იმ აღსაზრდელების დახმარება, რომლებსაც ბაღთან ადაპტაციის, ჯგუფში მიმდინარე აქტივობებში ჩართვის სიძნელე ან რთული ქცევა აქვთ. „გარდამავალი ჯგუფი“ ეხმარება ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლაში. ჯგუფი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, რესურსით და მას ემსახურება სპეციალურად ამ პროექტისათვის გადამზადებული 4 სპეციალური პედაგოგი.

შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა ცნობილი ჩეხი ჟურნალისტი პეტრას პროხასკოვა, რომელიც საქართველოში კარიტასის ფონდის საქმიანობას ეცნობა, ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი თურმანიძე და ადრეული განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თამარ უჩანეიშვილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics