11:54 - 02 Oct, 2026
|
2018-04-11 19:40:55, 2347 ნახვა
მსოფლიო
„პუტინო, შენ მუსლიმების მკვლელობაზე პასუხს აგებ“ - ISIS-ი მსოფლიო ჩემპიონატზე ტერაქტებს გეგმავს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთს ტერაქტების მოწყობით ემუქრება, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტები ტერაქტების მოწყობას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გეგმავენ. ამასთან, ინტერნეტში დაჯგუფების მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი ფოტოც გავრცელდა. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ აფეთქებს ტერორისტი სტადიონს და ვლადიმერ პუტინის მოკვლას ცდილობს. ფოტოზე ასევე წარწერაც არის: "რუსეთი 2018. პუტინო შენ მუსლიმების მკვლელობაზე პასუხს აგებ". მსგავსი შინაარსის ფოტოები Telegram-ში გავრცელდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მუქარები სავარაუდოდ სირიაში პუტინის ქმედებებს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)