|
2018-04-11 17:35:52, 2100 ნახვა
მსოფლიო
ავიაკომპანიები სირიაზე შესაძლო საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილეს
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) ავიაკომპანიებს სირიაზე შესაძლო ავიაიერიშის განხორციელების შესახებ აფრთხილებს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. EUROCONTROL-ი ავიაკომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციით მიმართავს, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენებზე კონტროლი გააძლიეროს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. ამის შემდეგ, გამოცემა Figaro-მ დაწერა, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, ხოლო ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ბაშარ ასადი და მისი რეჟიმი პასუხს აგებს. შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)