|
2018-04-11 17:11:39, 2021 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის არმიის სამიზნე მოძრაობა "ჰამასის" ერთ-ერთი ფრთა იყო, რომელსაც თელ-ავივი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მედიის ცნობით, ავიაიერიში პალესტინელების მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების საპასუხოდ მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ავიადარტყმის დროს დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამასთან, ისრაელის არმიამ მდინარე იორდანთან 16 პალესტინელი დააკავა. მათი დაკავება ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული რეიდების ფარგლებში მოხდა. დაკავებულებს ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედებათ. ისრაელ-ღაზას საზღვარზე 7-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, შეტაკებების შედეგად პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)