|
2018-04-11 15:59:31, 2147 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ხმა ილჰამ ალიევს მისცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჰაფიზ გაჯიევმა არჩევნებში ხმა თავის კონკურენტ, ილჰამ ალიევს მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას meydan.tv ავრცელებს. მედიის ცნობით, გაჯიევმა აღნიშნულთან დაკავშირებით თავად განაცხადა. ჰაფიზ გაჯიევის კანდიდატურა პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ არის წამოყენებული. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა. ქვეყნის მეთაურის პოსტზე 8 კანდიდატი იბრძვის. არჩევნების დღე აზერბაიჯანში უქმე დღედ არის გამოცხადებული. ქვეყნის ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 125 ოლქში 5,641 უბანზე აირჩევს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილია კიდევ 41 საარჩევნო უბანი. ასევე, 12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)