07:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 15:05:16, 1446 ნახვა

საზოგადოება
112-ს შვედეთის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარტინა ქვიქი ესტუმრა. შვედეთის ელჩს „112“-ის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მარტინა ქვიქმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.  მხარეებმა  არამიზნობრივი ზარების და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ  ისაუბრეს, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. შვედეთის ელჩმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა, ასევე, საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics