|
2018-04-11 10:42:32, 2145 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა. 2018 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან: ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი. გუდრატ ჰასანგულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია ერთიანი აზერბაიჯანის სახახლო ფრონტის პარტიის მიერ; არაზ ალიზადე – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია აზერბაიჯანის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” მიერ; ფარაჯ გულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია “ნაციონალური აღორძინების პარტიის” მიერ; ზაჰიდ ორუჯი – პარლამენტის წევრი. დამოუკიდებელი კანდიდატი. ჰაფიზ გაჯიევი. კანდიდატურა წამოყენებულია პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ; რაზი ნურულაევი, კანდიდატურა წამოყენებულია „სახალხო ფრონტელების საინიციატივო ჯგუფის“ მიერ. სარდარ მამედოვი- დამოუკიდებელი კანდიდატი. ოპოზიციური პარტიები „ეროვნული საბჭო“, „მუსავატი“ და „სახალხო ფრონტის პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. არჩევნების დღე აზერბაიჯანში უქმე დღედ არის გამოცხადებული. ქვეყნის ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ვისაცხმის მიცემის უფლება აქვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 125 ოლქში 5,641 უბანზე აიჩევს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილია კიდევ 41 საარჩევნო უბანი. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)