07:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 09:53:10, 1335 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად  ლეიკემიით დაავადებულ  ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას პალიტრა L”-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის  ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ  განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.  მკურნალობის ქვეშ მყოფ 30-მდე ბავშვებისათვის  ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“.  სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს „სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა. 

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  ფონდმა  დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი  ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics