|
2018-04-10 11:18:38, 2154 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რუსი ოლიგარქების ზარალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ რუსი ოლიგარქების ზარალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგზე დაყრდნობით იუუწყება. BBI რეიტინგში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის 25 რუსი ოლიგარქია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში შემოსავალი მხოლოდ ერთ მათგანს გაეზარდა, მაშინ როდესაც 24 ბიზნესმენის შემოსავალმა იკლო. ყველაზე დიდი ზარალი „ნორნიკელის“ პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს მიადგა. მისი ქონება 2,28 მილიარდი დოლარით შემცირდა. „რენოვას“ კომპანიათა ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი დოლარი, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტ ალეკპეროვმა კი 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა. ნიზნესმენმა მიხაილ ფრიდმანმა 445 მილიონი დოლარი დაკარდა, ხოლო ალიშერ უსმანოვის კაპიტალი 255 მილიონით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატება 7 რუსი ბიზნესმენის და 17 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)