|
2018-04-10 11:00:29, 1378 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: საამიროების ეკონომიკის მინისტრთან ყურის ქვეყნებთან გასაფორმებელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განვიხილეთ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საამიროების ეკონომიკის მინისტრს, სულტან ბინ საეედ ალ მანსურის შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ყურის ქვეყნებთან გასაფორმებელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო ის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს. „გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყნას შორის არსებობს, ასევე ინვესტიციების მოცულობაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან არის შემოსული საქართველოში. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 800 მილიონ დოლარს აჭარბებს და იმედი გვაქვს, რომ ინვესტიციები მომავალში გაგრძელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც შემოყავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიებს - ფლაი დუბაის და ეარ ააბიას, რომელთც შარშან 325 ათასზე მეტი სტუმარი ჩამოიყვანა საქართველოში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან ერთად, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ინვესტიციების დაცვის შეთნხმებას, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო მეთი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს. თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ საამიროების ეკონომიკის მინისტრმა, სულტან ბინ საეედ ალ მანსურიმ ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება. „მოხიბლული ვარ და ვაფასებ იმ ცვლილებებს, რაც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება, თუ როგორი გახსნილია თქვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ამ ყველაფრის ფონზე შექმნილი სურათი ძალიან პოზიტიურია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები მომავალი თანამშრომლობის მიმართ", - აღნიშნა სულტან ბინ საეედ ალ მანსურმა.
(NS)
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)