06:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-07 17:50:04, 1634 ნახვა

საზოგადოება
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:55 საათზე ჩამოიტანენ

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:55 საათზე ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს, ასევე, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში მიიტანენ.

მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას უამრავი ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა. უკვე 20 წელზე მეტია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმინდა ცეცხლი სახლებში მიაბრძანონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics