|
2018-04-06 20:40:47, 2073 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა გავერთიანდეთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 ადამიანის გარდაცვლაებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეო-მიმართვაში აღნიშნა, საქართველოში დიდი ეკოლოგიური უბედურება ხდება, მანვე დასძინა, რომ ყოფილი პრემიერი ბიძნა ივანიშვილი ხალხის მტერია. "ამბობენ, რომ ივანიშვილი ამას აკეთებს თავის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მას უნდა თავის ჯანმრთელობა სხვა ქართველების ჯანმრთელობის ხარჯზე. ისევე, როგორც მან შემოღობა ახალ-ახალი მიწები საქართველოში. ის და მისი ოჯახი იღებს ახალ-ახალ ქონებას უფასოდ ყველა სხვა ქართველის ხარჯზე. ჩემმა მეგობარმა, ერთმა არაბმა შეიხმა მაჩუქა დაბადების დღეზე რამდენიმე ათეული ათასი უნიკალური პალმის ხე. თქვენ ეს ხეები შეგიძლიათ ყოველდღე ნახოთ. 30 ათასი ხიდან ერთი ხე არ წამიღია სახლში, ისევე, როგორც ჩემი პრეზიდენტობის შედეგად ქონება არ დამრჩენია. მიხაროდა, რომ ყველაფერი ეს ქართველ ხალხს ეკუთვნოდა. ჩემი ფსიქოლოგია და ფილოსოფიაა, რომ ადამიანი არის იმისთვის, რომ სხვებს გაუკეთოს რაღაცა და თავისთვის არაფერი გაიკეთოს, თუ ხარ პოლიტიკაში. მიხაროდა, რომ ეს იყო ანაკლიის ბულვარი, ბათუმის ბულვარი, ქუთაისი, სიღნაღი. ეს აუცილებლად იქნება მომავლშიც! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს არის განსხვავება ჩვენს ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას შორის - ჩვენ გვინდოდა საჯარო სივრცე, ყველაფერი ხალხისთვის. მაგალითად, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა - ყველა ქართველს უნდა ჰყოლოდა ამერიკელი მასწავლებელი. პროგრამა ივანიშვილმა ეგრევე დახურა, რადგან მარტო მის შვილებს და მათ წრეს სეიძლება ჰყავდეთ კარგი მასწავლებლები. მარტო მათ შეიძლება ჰქონდეთ კარგი შემოსავლი. ამასობაში დიდი უბედურება ხდება. გუშინ ისევ დაგვეღუპა მეშახტეები ტყიბულში, რადგან თვეში დამატებით 50 ლარი ენანებათ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როცა ხეების და ათასგვარ აკვიატებაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ფული იხარჯება. ივანიშვილი არის საქართველოს მტერი და საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა გავერთიანდეთ. გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება. ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებები წელს და საქართველოს დახსნა დაცლისგან, განადგურებისგან, რუქიდან გაქრობისგან. ამის საფრთხე რეალურია. ძალიან დიდი ხანია ასეთი საფრთხე საქართველოს წინაშე არ ყოფილა, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ, აუცილებლად გადავარჩენთ ქვეყანას. ჩვენ ეს გამოგვივა!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)