04:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 14:23:21, 1499 ნახვა

საზოგადოება
კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია

კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ აღნიშნა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"დამწვრობა მიიღო ცეცხლის ალით, ბინაში სადაც ცხოვრობდა. დამწვარი აქვს სხეულის 5%, 2-3 ხარისხის დამწვრობები აღენიშნება. სავარაუდოდ შესაძლოა ჰქონდეს სასუნთქი გზების დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც უტარდება მკურნალობა", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, დღეს კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 71 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც იორდანიის მოქალაქეა. ასევე, დაშავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ხოლო ერთი პირი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics