07:08 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 14:05:38, 1812 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: „საქნახშირის“ წარმომადგენლებს შევხვდი და მათგან დეტალური ინფორმაცია მივიღე

პირველი ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა და ამ ტრაგედიას ვერაფერი გადაფარავს. კომპანიის წარმომადგენლებთან მქონდა დეტალური საუბარი. მათ ამიხსნეს, თუ რა მოხდა თვითონ შახტაში. გამოძიება უკვე დაწყებულია. გარდაცვლილები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. 3 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. კომპანიის წარმომადგენლებისგან მივიღე ინფორმაცია, თუმცა ჩვენი სამშენებლო ზედამხედველობის და ინსპექტირების სპეციალისტები ადგილზე არიან და საქმეს შეუდგნენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა," (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია  ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics