02:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 13:31:14, 1556 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა დაშავებული მეშახტეები მოინახულა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეები მოინახულა. 

„სამწუხაროდ, დღეს გამთენიისას უდიდესი ტრაგედია მოხდა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი შვილები, ძმები, მამები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად მივეხმაროთ დაღუპულთა ოჯახებს ყველაფერში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით,  5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა" (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად  ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics