00:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 13:14:00, 1625 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ავტომობილები გადაეცა

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში სატრანსპორტო პარკის განახლების პროცესი გრძელდება. ცენტრს „ფიატის“ მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილი შეემატა, რომლითაც მოძველებული ავტომანქანები ჩანაცვლდა. 

სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასთან და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად დაათვალიერა. 

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ 70 ახალი ავტომობილის შეძენაა დაგეგმილი.

„დღეს თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ათი ახალი ავტომობილი გადაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მომავალ წელს, 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი. ეს არის იმისთვის, რომ სერვისი გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება არავის დასჭირდეს, თუმცა სერვისი მაღალი დონის იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ავტომანქანები გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობითაა აღჭურვილი და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.   

დღეისთვის, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics