|
2018-04-02 15:50:14, 1800 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. თუმცა, ობუდსმენის განმარტებით, ამ საკითხზე მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა. "საქმეთა სიმწირეს არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, უარყოფითი გენდერული სტერეოტიპები, მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა და ინფორმაციის ნაკლებობა. ამასთან, სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. სათანადო რეგულირების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალური შევიწროების აღქმას და უარყოფითად აისახება გამოვლენის მაჩვენებელზე. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების სირთულე არსებობს. გარდა ამისა, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლ ჯგუფს ორსული ქალები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც წარმოადგენდა. "316 მსგავს შემთხვევებს, როგორც წესი, ადგილი აქვს კერძო დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორსულობის გამო, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აღარ აგრძელებენ. ასევე, სახალხო დამცველი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობას", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)