|
2018-04-02 13:35:15, 1704 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი ხელთ არ გვაქვს
„აუცილებელია, ადამიანებს, რომლებსაც კანონით მიეცათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ჰქონდეთ თავისი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან მომერანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა უფლებების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. "სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, საქმე მნიშვნელოვნად ამ ნაბიჯის იქით წინ არ წასულა. არაერთხელ მივეცით ჩვენ პოლიტიკური შეფასება და ხაზი გავუსვით საჭიროებას ამ საქმეების და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მეტსაც ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად უკანმიმავალი პროცესი დავინახეთ, მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად, რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ისეთ დანიშვნები, რომელმაც გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ინიციატივით გასწორდეს უსამართლობა, რომელიც სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც თავად ახორციელებდა დევნას. "ამ წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ინიციატივა, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელების, რომელსაც, ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ჩვენ შევძლებდით საუბარს, ჩვენს ხელთ არაა. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს გირგვლიანის შესწორებებში. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს თვითონ სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა, მაგრამ არამხოლოდ; აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც საკუთრივ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც პოლიტპატიმრების ის სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისათვის განაჩენის გამოტანა. ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მოვიწვიეთ გაეროს წარმომადგენელი იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ამ ძალიან რთული ვითარების გადასალახად და მოგვცეს რჩევა ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ იმ პირებს, ვინც არიან კანონით ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ჩვენ დღეს ვაძლევთ ხელში რეალურ მექანიზმს თავისი უფლებების აღდგენის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს იმ დროებითი კომისიის მუშაობას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე შექმნა. "უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის" დროებითი კომისია რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება, მიმართონ სასამართლოს მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით. კომისია ასევე დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოაწერეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)