|
2018-03-29 20:05:52, 2196 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის ბრალი დაუმძიმდა
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, დიდი ხნისწინანდელ კორუფციულ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მისვლა ისევ მოუწევს, - ამის შესახებ Monde იუწყება. "გამოძიებამ 29 მარტს ხელი მოაწერა დოკუმენტს სახელმწფოს ყოფილი მეთაურის ნიკოლა სარკოზის პარიზის სასამართლოში გაგზავნის შესახებ. სავარაუდოდ ის ამას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გარდა ამისა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მას, თავის ადვოკატთან და მეგობართან, ტიერი ერცოგთან და ყოფილ მოსამართლესთან, ჟილბერ აზიბერთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწიოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე დიდი ხნის არის. კერძოდ, სარკოზის ბრალი ქრთამის მიცემაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასა და პროფესიული საიდუმლოს დარღვევაში ედება. როგორც გამოძიება ვარაუდობს, საკასაციო სასამართლოში ე.წ. ბეტანკურის საქმის განხილვისას, სარკოზი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ, თავისი ადვოკატის დახმარებით საიდუმლო ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ამასთან, გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ სარკოზის შეეძლო მოსამართლე აზიბერს მონაკოში, პრესტიჟული თანამდებობის დაკავებას შეჰპირებოდა. მედიის ცნობით, ნიკოლა სარკოზს ე.წ. ბეტანკურის საქმეზე მისი საარჩევნო კამპანიისას L'Oreal-ის მფლობელის, ლილიან ბეტანკურის ნდობის ბოროტად გამოყენება ბრალდება. გამოძიება 2007 წელს დაიწყო, მაგრამ 2012 წლამდე სარკოზის იმუნიტეტი ჰქონდა. 2013 წელს საქმე მტკიცებულებების უკმარისობის გამო დაიხურა. ცნობისთვის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 20 მარტს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მისი საარჩევნო კამპანიის ფინანსირების საქმესთან არის დაკავშირებული. 22 მარტს მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიტიკოსმა, პარტიასთან ერთან, კამპანიისთვის გამოყოფილი თანხების მაქსიმალური ლიმიტი მნიშვნელოვნად გაზარდა და წინასაარჩევნო საქმიანობისთვის 22 მილიონის ნაცვლად, 40 მილიონი დახარჯა. აღნიშნული ოპერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "პიგმალიონის” საშუალებით განხორციელდა. თავად კომპანიაში თაღლითობისა და არასწორი განცხადებების შესახებ აღიარეს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლამდე იკავებდა. მანამდე სარკოზი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)