|
2018-03-29 19:24:02, 2292 ნახვა
მსოფლიო
ვერშბოუ: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ტრამპთან ისეთი დამტკბარი ურთიერთობა ვერ ექნება, როგორც იმედოვნებდა
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, დიპლომატების გაძევება იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის მთავრობა სერგეი სკრიპალის მოწამლვაში რუსეთის კვალს ხედავს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, დიპლომატების გაძევება იმის მაგალითია, რომ აშშ რუსეთის ქმედებებს აღარ შეეგუება. “ეს იმის მაგალითია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ რუსეთის საქციელთან რეაგირების გარეშე შეგუება. ისინი გაურკვევლობის უკან იმალებიან, ამბობენ, რომ [ქიმიური გაზის შესახებ] არაფერი იციან. მაგრამ ეს მიდგომა მათ სასარგებლოდ აღარ მუშაობს. ამ თავდასხმაზე რუსეთის თითის ანაბეჭდები კარგად ჩანს. პრეზიდენტმა პუტინმა ახლა უნდა გააცნობიეროს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთი დამტკბარი ურთიერთობა ვერ ექნება, როგორც ცოტა ხნის წინ იმედოვნებდა", - განაცხადა სამხრეთ კორეაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. ვერშბოუს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯებია საჭირო. მისი თქმით, ამ ნაბიჯებს შორის უნდა იყოს “პუტინთან დაახლოებული კონკრეტული პირების და ინტერესების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რაც იმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ აგრესიის გამავრცელებელი სისტემის მხარდაჭერისთვის, მათ საფასურის გადახდა მოუწევთ". ვერშბოუს აზრით, პუტინს დღემდე რეალურად არ უგრძვნია ეს ტვირთი უკრაინაში წარმოებული აგრესიის თუ ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის გამო. მისი თქმით, დიპლომატების გაძევება პუტინის გათვლებს, სავარაუდოდ, არ შეცვლის. "ის, ალბათ, გააგრძელებს რუსი ხალხისთვის საჩვენებლად რუსეთის აუღებელ ციხე-სიმაგრედ წარმოჩენას, რომელიც მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ არის გარშემორტყმული. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან იცის, რომ რუსეთის ეკონომიკა სუსტია და ის თავს უფლებას ვერ მისცემს ნატოსთან და ევროკავშირთან კონკურენცია დიდ ხანს გააგრძელოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ეს ნაბიჯი გარკვეულ დე-ესკალაციამდე მიგვიყვანს", - აღნიშნა ვერშბოუმ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)