|
2018-03-29 15:42:49, 1711 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ახალგაზრდული კინოფესტივალის გახსნას დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდული კინოფესტივალის - „თაობა“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ფესტივალი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. „წიგნის, თეატრის, კლასიკური მუსიკის, კინოხელოვნების სიყვარული სწორედ ბავშვობიდან იწყება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდები, დიდ კინოხელოვნებას ეზიარებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალში არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალიდან გავიგებთ ბევრი მათგანის სახელს და ვიამაყებთ, რომ მათ სწორედ „თაობიდან“ დაიწყეს კინოკარიერა. ფესტივალი 2019 წლიდან უფრო მასშტაბური გახდება. თბილისის მერია აღნიშნულ ღონისძიებას მხარში მაქსიმალურად დაუდგება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. პროექტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორციელდება. ახალგაზრდული კინოფესტივალი, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, მომავალი წლიდან ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა. „თაობაში“ საქართველოში მცხოვრები 13-18 წლის 300 ახალგაზრდა მონაწილეობს. ფესტივალის მოდელი საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზეა მორგებული, რაც ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასებისა და ლექციების საშუალებით, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. „თაობა“ ასევე, აქტიურად თანამშრომლობს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
(NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)