|
2018-03-28 12:16:27, 1243 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: როდესაც რუსეთში ქართველების დაკავება დაიწყო, დასავლეთი ამას შორიდან აკვირდებოდა - ახლა მაინც მიხვდნენ, რასთან აქვთ საქმე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს მასშტაბით რუსი დიპლომატების გაძევებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. "დასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. 2006 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ГРУ-ს ოფიცრების მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც ადგილობრივ პოლიციაში 5 ადამიანი დაიღუპა, ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა ზედმეტად აგრესიულად გამომაცხადა, ისიც კი, თქვეს, რომ გაწონასწორებული არ ვარ. ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი ჟურნალისტებთან ჭორაობდა იმის თაობაზე, რომ მე ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს არასაჭირო კონფლიქტში ვრთავ. მაშინ პუტინმა საპასუხოდ რუსეთში ქართველების მასიურად დაკავება დაიწყო და ისინი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საქართველოში გამოაგზავნა, დასავლეთი კი ამას შორიდან აკვირდებოდა. ახლა ყველაფერი იცვლება და მადლობა ღმერთს, რომ ახლა მაინც მიხვდა ყველა, თუ რასთან აქვთ საქმე", - განაცხადა სააკაშვილმა. ის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 13 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. "რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას, ომის ოთხი წლისა და 10 ათასი უკრაინელის მკვლელობის შემდეგ პოროშენკომ ეს ჟესტი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მოწონება დაემსახურებინა. ეს უკრაინელი ხალხის ღირსებას ამცირებს ჩვენ საქართველოში ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ. მას შემდეგ, რაც პუტინი საქართველოს თავს დაესხა, ჩვენ დავხურეთ რუსეთის საელჩო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)