21:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 12:08:51, 1406 ნახვა

საზოგადოება
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში უახლოეს მომავალში,  კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესასრულებლად, ადამიანური რესურსია საჭირო. კახა კალაძე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქალაქის განვითარებასა და  მოწესრიგებაში ჩაერთოს, პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის განვითარებასა და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა  კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, საჭიროა, ზედამხედველობის გამკაცრება, მათ შორის, გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის მთლიანი რეფორმაა დაგეგმილი. იგეგმება ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზისა და ავტოპარკის განახლება.

„ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რაც საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოქნილად, კომფორტულად იმუშაოს ამ სამსახურმა. აღნიშნული სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, ასევე, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics