|
2018-03-28 11:11:43, 1269 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჩვენი მხრიდან „სითი ინსტიტუტის“ მისამართით არცერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ მერიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოსა და გაუგებარს უწოდებს. კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკოსების დასწრება მისი გადაწყვეტილება იყო. „ფაქტია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს ზღვარს ვიწროპარტიულ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებას შორის. პრეზენტაციაზე პოლიტიკოსების მოწვევა ჩემი გადაწყვეტილება იყო. ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი კონკურენტები იყვნენ და მინდოდა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა მათ ამჯობინეს, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესი გაეტარებინათ. ჰქონდათ დებოშის მოწყობის მცდელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მივეცით და შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გენგეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, არქიტექტორები და ურბანისტები ესწრებოდნენ, რომელთაც თავიანთ საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვთ. „რადგან ამ დოკუმენტის არსებობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, გვინდოდა, რომ მათ თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და შენიშვნები გამოეთქვათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, რადგან პოლიტიკოსები შეეცადნენ, შეხვედრა პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კალაძე ასევე, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არაერთხელ შედგა. „სიცრუეა, თითქოს ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია არ იყო. პირადად მე, რამდენჯერმე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიდიოდა კომუნიკაცია. ძალიან გულდასაწყვეტია ის ცინიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მერიის თანამშრომლების მიმართ დაფიქსირდა. ჩვენი მხრიდან არცერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში უამრავი ხარვეზი არსებობს, კონსტრუქციულად ვიქცევით. ამიტომ, მერიის ახალგაზრდა თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქალაქის მომავალს წარმოადგენენ, მსგავს დამოკიდებულებას არავის ვაპატიებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)