|
2018-03-27 16:27:51, 1929 ნახვა
სამართალი
ნინო ჯავახაძე: 2011 წლიდან დღემდე საქართველოს რეადმისიაზე 9 638 განაცხადი აქვს მიღებული, საიდანაც 95,5% დაკმაყოფილდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, 2011 წლის 1 მარტიდან დღემდე სულ საქართველოს რეადმისიაზე მიღებული აქვს 9 638 განაცხადი, საიდანაც მხოლოდ 429 იყო უარყოფილი. „შესაბამისად, 95,5% ყველა განაცხადის დაკმაყოფილდა.აღსანიშნავია, რომ რეადმისიის თვალსაზრისით პირველ სამეულს გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ. რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში სულ განხილული გვაქვს 276 განაცხადი რეადმისიაზე. ამ მხრივ საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს“,-აღნიშნა ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ცნობისთვის, რეადმისიის შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ მყოფი პირების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)