05:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 11:39:06, 1776 ნახვა

მსოფლიო
ლიტვამ რუსეთის 44 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

ლიტვამ „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის 44 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ამ დრომდე სიაში 70 პირი, მათ შორის ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბასტრიკინი იყვნენ.

ოფიციალური ვილნიუსი მათ ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულენს.

„მაგნიტსკის სიის“ გაფართოების შემდეგ, ვილნიუსმა არ გაასაჯაროვა იმ პირთა ვინაობა, ვისაც ლიტვაში შესვლა აუკრძალეს. ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

ცნობისთვის, 26 მარტს ლიტვამ სოლიდარობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობას და სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, ქვეყნიდან სამი დიპლომატი გააძევა.

სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ Hermitage-ის იურისტი იყო, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ 22-მა ქვეყანამ,  ჯამში 136 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics