|
2018-03-27 11:22:40, 1249 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი ტატუნაშვილზე: რაც მოხდა, არის მკვლელობა და მას კონკრეტული პასუხისმგებლები ჰყავს
„რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის, რაც მოხდა, არის მკვლელობა და ამ დანაშაულს კონკრეტული პასუხისმგებლები ჰყავს: „რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კოპრპუსის ძალისხმევის შედეგად, ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტიურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარვევებზე და, რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, არის მკვლელობა, არის ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები. ასე, რომ, ჩემო მეგობრებო, ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს, რა თქმა უნდა, არჩილის ოჯახს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ შერიგების, ქართულ-ოსური ქართულ-აფხაზური შერიგების პროცესი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენი თაობის ვალია, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მოკლე დროში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)