11:31 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 20:43:13, 1881 ნახვა

სამართალი
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მისი აპარატის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მისი  აპარატის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც 12 წლის მოზარდს დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. ციხელაშვილი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და ამბობს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დრელოდოს:

„რაც შეეხება ინციდენტს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულია მძღოლიც. სიჩქარე არ იყო გადაჭარბებული და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics