11:32 - 02 Oct, 2026
|
2018-03-26 18:25:59, 1839 ნახვა
სამართალი
ქეთევან ციხელაშვილის უწყების ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტომობილში მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)