|
2018-03-26 17:14:52, 1702 ნახვა
სამართალი
შსს-მ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“ ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ძალადობით ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ან სხვა ქმედების ფაქტზე, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)