05:23 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 12:57:16, 1775 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ქალაქ პოდგორიცას ოფიციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელი კოლეგა პრედრაგ ბოჩკოვიჩი უმასპინძლებს. ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და მონტენეგროს დელეგაციები  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრიან დანმანოვიჩს შეხვდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics