|
2018-03-26 09:50:28, 1747 ნახვა
სამართალი
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დღეს სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. კანონონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპქეტორის საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები და გარანტიები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ინპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)