|
2015-05-20 10:43:39, 346 ნახვა
პოლიტიკა
თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება
თბილისსა და თეირანს შორის ერთ თვეში პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ირანის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თეირანის მერმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფიმ. შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერამდე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წევრები ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს წარმატებული უწოდა. "თეირანში წარმატებით დაასრულა მუშაობა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომამ. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რამაც სახელმწიფო დონეზე მუნიციპალიტეტებს ურთიერთობის ერთგვარი ჩარჩო შეუქმნა“, - განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიას თქმით, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გარდა, გამოიკვეთა თანამშრომლობის საჭიროება გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, რაშიც თეირანს მდიდარი გამოცდილება აქვს. "ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ქალაქის გამწვანების და თანამედროვე ელექტრონული სისტემით ურბანული მართვის საკითხები, რაშიც თეირანს დიდი გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ მათი ექსპერტები ჩამოვლენ თბილისში, გაგვიზიარებენ გამოცდილებას და ერთბლივ პროექტს მოვამზადებთ. საუბარი შეეხო ასევე უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, რასაც ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში სავიზო რეჟიმის გამარტივება და სულ რაღაც ერთ თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და თეირანს შორის, რაც აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, რაც საინტერესოა ირანელი მეწარმეებისთვის. დავით ნარმანიამ თეირანის მერი თბილისში მოიწვია. თეირანის მერის მოჰამად ბაყერ ყალიბაფის თქმით, ირანული მხარე მზად არის თბილისთან მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობისთვის. "ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ქალაქებს შორის თანამშრომლობაში აისახება. დღევანდელი ხელმოწერა ამ თანამშრომლობის საწყისი ეტაპი იქნება. თეირანს სხვადასხვა სფეროებში კარგი გამოცდილება აქვს, იქნება ეს მშენებლობა, პარკირება, საცობებისგან ქალაქის განმუხტვის ელექტრონული მართვა, ნაგვის გადამუშავება, გამწვანება, ეკოლოგია და სხვა. ორმხრივ თანამშრომლობასა და პრიორიტეტულ საკითხებზე ექსპერტთა საბჭო იმუშავებს, რომელიც დაძმობილების შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე დროში ჩამოვა თბილისში“, - განაცხადა თეირანის მერმა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)