07:57 - 02 Oct, 2026
|
2018-03-23 11:32:34, 2237 ნახვა
მსოფლიო
ტილერსონი: ვაშინგტონი სულმდაბალი ქალაქია, ნუ გახდებით ამის ნაწილი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელ საღამოზე სიტყვით მიმართა. ტილერსონმა სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი არ ახსენა, ვაშინგტონს კი, სულმდაბალი ქალაქი უწოდა. "სახელმწიფო დეპარტამენტში ყველა მნიშვნელოვანია. მოეპყარით ერთმანეთს კეთილგანწყობით, რადგან ვაშინგტონი სულმდაბალი ქალაქია, არ არის აუცილებელი ამის ნაწილი თქვენც გახდეთ. ყოველი ჩვენგანი თავად ირჩევს, როგორ მოიქცევა და როგორი იქნება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – განაცხადა ტილერსონმა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს გადააყენა. ტილერსონის ნაცვლად სახელმწიფო მდივნის პოსტი მაიკ პომპეომ დაიკავა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)