2018-03-21 20:33:47, 1572 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა.
„ვულოცავ, მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს!
საზღვრის დაცვა წარმოადგენს საამაყო, ღირსეულ და ამავე დროს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს, რადგან იგი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ამ სფეროს რეფორმირება და პირველ რიგში, ვზრუნავთ, რომ ყველა მესაზღვრეს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები.
გაერთიანებული ძალისხმევით ერთობლივად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზღვრების ეფექტიან მართვას.
მადლობა, ყველა მესაზღვრეს თავდაუზოგავი საქმიანობისთვის!“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,