|
2026-06-23 14:59:36, 2462 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დღეს, 23 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელსაც ჰქვია „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ და საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება. ქართველ მეომრებს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა. ECHR-მა დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან ბატონი უშანგი სოფრომაძე, ბატონი კახაბერ ხუბულური და ბატონი გიორგი ანწუხელიძე პატიმრობაში ყოფნის დროს დაიღუპნენ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური, გიორგი ანწუხელიძე, დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა ქუტაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი აწამეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის შესახებ და მიუთითა, რომ აქტიური საომარი მოქმედებებით გამოწვეული ქაოსის მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებდა ეფექტურ კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, სამართლებრივად პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს, ანუ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის:
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიუთითებს, რომ თუ მოპასუხე სახელმწიფო თანხას არ გადაიხდის სამთვიან ვადაში, მას დაერიცხება პროცენტი.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)