2018-03-21 18:14:32, 1874 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
ავთანდილ თალაკვაძე კოლეგებს ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
„ჩემო აზერბაიჯანელო კოლეგებო! გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს - სიახლის, გაზაფხულის, განახლების და სიცოცხლის დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა მართლაც ემსახურება სიცოცხლეს. უაღრესად დიდია ღვაწლი, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობით თითოეული ჩვენი მოძმის, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის დებთ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს და გისურვებთ წარმატებას!“, - ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,