|
2015-05-19 16:42:51, 359 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე გერმანიის ბრანდენბურგის რეგიონის დელეგაციას შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის ბრანდენბურგის რეგიონის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი დაესწრო. გერმანიის მხრიდან დელეგაციას წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიისა და პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელები, მათ შორის ბრანდენბურგის ლანდტაგის პრეზიდენტი ბრიტა სტარკი, ვიცე-პრეზიდენტი დიტერ დომბროვსკი, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კერსტინ კაიზერი და პრეზიდიუმის წევრი იან რედმანი. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ვინაიდან 2006 წლიდან საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობები მჭიდროდ მიმდინარეობს. ასევე, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულ დეპარტამენტებს დაევალება აჭარისა და ბრანდენბურგის ურთიერთთანამშრომლობის საკითხის კურირება. ასევე, საუბარი შეეხო სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. გერმანულმა მხარემ აჭარაში ევროსტანდარტების დონის სამედიცინო ლაბორატორიის გახსნის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ისაუბრეს დეტალებზე, თუ რა კუთხით შეუძლია ბრანდენბურგის პარლამენტს მხარი დაუჭიროს რეგიონს ევროინტეგრაციის პროცესში. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ბრანდენბურგის დელეგაციასთან. შეხვედრისას სხვადასხვა სფეროს შევეხეთ და თანამშრომლობის გეგმები დავსახეთ. საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნის შესახებ და სამომავლოდ ჩამოვყალიბდებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს. სტუმრებს გავაცანით არსებული ვითარება ევროკავშირში და მათ შორის გერმანიაში ჩვენი პროდუქციის ექპორტთან დაკავშირებით. ამავდროულად განვიხილეთ ადგილობრივი ბიზნესწრეებისა და ფერმერთა გადამზადების საკითხები. ასევე, შევეხეთ თაფლის წარმოების საკითხს, რადგან ბრანდენბურგს აქვს უდიდესი გამოცდილება ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და სამომავლოდაც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)