|
2018-03-21 10:25:10, 1461 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო სექტორებს - „თრუსოსა“ და „დარიალს“ ესტუმრა. თეიმურაზ კეკელიძემ აღნიშნულ სასაზღვრო სექტორებზე მომსახურე მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ,,სასაზღვრო სამსახურის პასუხისმგებლობა უაღრესად დიდია, ეს პროფესია ძალიან საამაყოა, რადგან წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. შესაბამისად, მე მადლობას ვუხდი თითოეულ იმ მესაზღვრეს, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა თეიმურაზ კეკელიძემ. მისივე თქმით, სასაზღვრო უწყებაში მიმდინარეობს რეფორმა, რომლის მთავარი მიმართულებები განათლება და განვითარება, ასევე, პირადი შემადგენლობის კარიერული სისტემის შემდგომი დახვეწა, მესაზღვრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საზღვარზე ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებაა. ,,წელს იგეგმება დაახლოებით 4 სექტორის მოდერნიზაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის მოდერნიზება იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური გადაფარვა საზღვრის. ყოველივე ამისთვის ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის შიგნით საზღვრის დაცვაში ჩართულ უწყებებთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარების და რესურსების მოზიდვის მიზნით.’’ განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა. თეიმურაზ კეკელიძემ სექტორ „თრუსოში“ 3 მესაზღვრე, ხოლო სექტორ „დარიალში“ 8 მესაზღვრე სამკერდე ნიშნებითა და შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მათ შორის იყო საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა- 21 წლის მესაზღვრე - გელა ჩაბაკაურoც. ის მესაზღვრედ 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს. ამჟამად, გელა ჩაბაკაური, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, ბიზნესის ორგანიზების მართვის სპეციალობით სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მესაზღვრის პროფესიულ დღეს წელს, 21 მარტს უკვე მეცხრამეტედ აღნიშნავს. მესაზღვრის პროფესიული დღე 1999 წელს დაარსდა.
(NS)
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)