|
2018-03-20 16:44:17, 1312 ნახვა
საზოგადოება
„გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება“
საქართველოს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების ლიდერები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების ისევე როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვას ავრცელებენ. მიმართვის ავტორები სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემად გამოყოფენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითხს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ - „ეთნიკური უმცირესობები მმართველობით ორგანოებში ძირითადად მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში არიან წარმოდგენილი. პრობლემურად რჩება ცენტრალურ ხელისუფლებაში, დედაქალაქისა და მისი მუნიციპალიტეტების მმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ადეკვატური და უშუალო მონაწილეობის საკითხი. ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების არცერთი მარეგულირებელ ორგანოს (კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგები კომისიები) მმართველობაში და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის არ არიან ეთნიკური უმცირესობები წარმოდგენილი. "ქვეყნის ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას ჩვენ ვაფასებთ არა როგორც ცალკეული ინდივიდების დასაქმების შესაძლებლობას, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის თანამოქალაქეთა წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ–ერთ უმთავრეს საშუალებას. ეთნიკური უმცირესობების დიდ ნაწილში უნდა ჩამოყალიბდეს იმისი განცდა, რომ ადამიანის განსხვავებული წარმოშობა, პიროვნების განვითარებისა და თვითრეალიზების გზაზე არ არის შემაფერხებელი ფაქტორი, რისთვისაც საჭიროა გამოიკვეთოს წარმატების კონკრეტული მაგალითები“, - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვის ავტორები, ეთნიკური უმცირესობები ჩართულობის კუთხით განსაკუთრებით პრობლემურად გამოყოფენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში იზაბელა ოსიპოვასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში 5 წლის განმავლობაში ეთნიკურმა უმცირესობებმა 4 ჯერ მხარი დავუჭირეთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელიც აკმაყოფილებს ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას – არის უფლებადამცველი, ჟურნალისტი, არის დამოუკიდებელი ყოველგვარი გავლენებისგან, მისაღები კანდიდატია ყველა ჯგუფისთვის და აქვს დიდი ნდობა ყველა ეთნოსის წარმომადგენლებში. მიუხედავად იმისა, რომ მან ოთხივეჯერ წარმატებით გადალახა საკონკურსო კომისია, იგი არც საპარლამენტო უმრავლესობის, არც საპარლამენტო უმცირესობის და არც სახალხო დამცველის მიერ არ იქნა წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატად. აღნიშნული გარემოება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში იწვევს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და გაკეთებული განცხადებების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას“. ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უახლოეს ხანებში შეხვედრას ითხოვენ.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)